მარკუს ბერნატი
8 იანვარი 2009
საქართველოში და სეპარატისტულ რეგიონებში მისიის განახლებაზე ეუთოში ხელახალი მოლაპარაკებები იწყება.
ვენა – განმუხტვის ნიშნები უმნიშვნელოა და ხანდახან წინააღმდეგობრივიც: საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობისთვის თბილისში რუსეთის წარმომადგენლის ვიზიტი, საქართველოს პატრიარქის 45 წუთიანი საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან მოსკოვში, სამშაბათს, იმავე პატრიაქის ქადაგება მართლმადიდებლური შობის დღესასწაულზე, რომელიც კვლავ ბრძოლისკენ მოწოდებას გავდა. საქართველოს მშვიდობა სურს, “მაგრამ არა ჩვენი რეგიონების დათმობის ფასად,” განმარტება გააკეთა ეკლესიაში ყოფნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა, კავკასიის რესპუბლიკის სადაო პრეზიდენტმა.
თავის მხრივ საბერძნეთი, რომელიც ახალი წლიდან ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის პრეზიდენტია, საქართველოში ეუთოს მისიის მანდატის განახლებას ცდილობს. შობამდე ცოტა ხნით ადრე, დღევანდელი მისია რუსეთის ვეტოს გამო შეწყდა. მას ვადა 31 დეკემბერს ეწურებოდა, მაგრამ მოსკოვთან შეთანხმების იმედი ჯერ კიდევ არსებობს. რუსეთი ცდილობს ორგანიზაციის სხვა, 55 წევრ ქვეყნის მხრიდან სეპარატისტული რეგიონების, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მიაღწიოს. ამ რეგიონების გამო გასული წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის ომი გაჩაღდა.
”საქართველოს სჭირდება ძლიერი რუსეთი, ისევე როგორც გაერთიანებულ და ბედნიერ საქართველოში რუსეთიც დაინტერესებული უნდა იყოს,” განაცხადა ქართველმა პატრიარქმა ილია მეორემ პრეზიდენტ მედვედევთან შეხვედრის შემდეგ. პატრიარქი ამ ორ სახელმწიფოს შორის დამაკავშირებელ ხიდად ითვლება, თუმცა საქართველოს მთავრობის ახალი პრემიერ-მინისტრის (ამ წელს უკვე მესამე) გრიგოლ მგალობლიშვილის და საგარეო საქმეთა მინისტრად გრიგოლ ვაშაძის დანიშვნის ფაქტი, რომელიც ძველი საბჭოთა დიპლომატია, მოსკოვთან დიალოგის განახლების იმედებს იძლევა.
გრიგოლ მგალობლიშვილი, 35 წლის მთავრობის ახალი ხელმძღვანელი, ამ კვირაში სამედიცინო კვლევაზე გერმანიაში იმყოფება. მგალობლიშვილს, რომელიც დაღლილობას უჩიოდა, ღვიძლის დაავადება უნდა აწუხებდეს. ქართული პრესა ამ თემით უკვე სპეკულირებდა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ სიბრაზის ერთ-ერთი შეტევის დროს სააკაშვილმა საკუთარ პრემიერ-მინისტრს დაარტყა და მას მობილური ტელეფონი ესროლა. საქართველოს სახელმწიფოს მეთაური თვითდაჯერებული ჩანდა საახალწლო სატელევიზიო გამოსვლის დროს. სააკაშვილი იმასაც ამტკიცებდა, რომ დღეს საქართველო ნატოში გაწევრიანებასთან კიდევ უფრო ახლოს დგას, ვიდრე რუსეთის თავდასხმამდე.
დღეისთვის ცნობილია, რომ პარასკევს, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ვაშინგტონში აშშ-სთან სტრატეგიულოი პარტნიორობის ხელშეკრულებას ხელს მოაწერს, რაც კიევმა უკვე გააკეთა. ქარტია, ნატოში არ შესვლის სანაცვლოდ გაცემულ დამამშვიდებელ პრიზს გავს. თავის მხრივ მოსკოვი პოლიტიკურ-სამხედრო ხელშეკრულებებს აფორმებს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან. ეუთოს ახალმა მანდატმა გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონში კონფლიქტების სტაბილიზატორის როლი უნდა ითამაშოს. არადა, სწორედ ეს ვერ შეძლო ორგანიზაციამ გასული 16 წლიანი მანდატის განმავლობაში.
ორიგინალი

No comments:
Post a Comment