Saturday, June 7, 2008

2009 წლის გლობალური რისკების ათეული


7 იანვარი 2009

გამოწვევები ობამას გუნდს - კონგრესის ეკონომიკური პოლიტიკა და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხები.

ევრაზიის ჯგუფი, გლობალური პოლიტიკური რისკების კვლევის კომპანია, მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის პროცესში გლობალური ინვესტორებისთვის სამთავრობო სამაშველო ღონისძიებების “გაუთვალისწინებელ შედეგებზე” ანგარიშს აქვეყნებს.

”ნეგატიური პერსპექტივის დანახვა რთული არ არის, ჩვენ 2009 წლიდან ვიწყებთ და იმ არასტაბილური პოლიტიკურ ფონს ვითვალისწინებთ, რაც ასეთ ეკონომიკურ ვარდნებს მოსდევს ხოლმე. მაგრამ მომავალ თვეებში ბაზარზე ძირითად რყევებს ორი მნიშვნელოვანი სტრუქტურული პროცესი გამოიწვევს, რომელთა ცოდნაც მომავალი უპრეცედენტო პოლიტიკური რისკების წელიწადში სასარგებლო კონტექსტს უზრუნველყოფს,” განუცხადა თავის კლიენტებს ევრაზიის ჯგუფის პრეზიდენტმა იან ბრემერმა.

”პირველი, ჩვენ დავინახავთ მთავრობების აქტიურ ჩარევას მსოფლიო ეკონომიკაში,” თქვა მან. “მეორეც, ეს ჩარევა იქნება რეაქტიულიც და არაკოორდინირებულიც ლოკალური, რეგიონალური და ნაციონალური პოლიტიკური აქტიორების მხრიდან, რომლებსაც არ აქვთ გლობალური (და უმეტეს შემთხვევაში საბაზრო) წარმოდგენები ღირებულება/მოგებაზე რომელიც მათ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მოსდევს."

“მოკლედ, მომავალ წელს პოლიტიკა მსოფლიო ეკონომიკას წარმართავს არამიზნობრივად და კიდევ უფრო არაეფექტურად, ვიდრე ეს ოდესმე მომხდარა მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ.”

ეს არის 2009 წლის რისკების ათეული ევრაზიის ჯგუფის ანგარიშიდან:

1. აშშ-ს ფინანსური რეგულაცია და კონგრესის გაძლიერება: ძლიერი კონგრესი უფრო მკაცრი და აქტიური იქნება აშშ-ს ეკონომიკური პოლიტიკის მართვის საკითხებში, რომელიც ძირითადად სამ მიმართულებას მოიცავს: (1) საკანონმდებლო და რეგულაციური ცვლილებები ფინანსურ ინდუსტრიაში; (2) მთავრობის ჩარევა/კონტროლი ეკონომიკური ინიციტივების მხრივ; (3) საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც ეკონომიკას წაახალისებს. გაუთვალისწინებელი შედეგები იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ხარისხის პოლიტიკური პოპულიზმით მოხდება ფინანსურ კრიზისზე რეგირება.

2. სამხრეთ აზიის უსაფრთხოება: ინდოეთში, პაკისტანსა და ავღანეთში უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად გაუარესდება და აშშ და ევროპა სამივე ამ სახელმწიფოს კონფლიქტში კიდევ უფრო მეტად ჩაერთვება, რათა 2009 წლის დასასრულისთვის უმნიშვნელო ბენეფიტის წარმოჩენა მოხდეს.

3. ირანი/ისრაელი: არსებობს მოლოდინი, რომ ირანი ბირთვული ბომბის (თუკი ის ასე აირჩევს) შექმნას წლის დასასრულისთვის შეძლებს. მართალია, აშშ-ს მხრიდან ირანზე დარტყმის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ 2009 წელი კრიტიკული წელი იქნება ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტის შესაძლებლობის მხრივ.

4. რუსეთი: ფინანსური კრიზისის პრობლემები, როგორც ჩანს რუსეთში სოციალური მღელვარების ზრდას გამოიწვევს, და ეს იმ ფონზე როდესაც ამ ქვეყნაში განსხვავებული აზრისადმი სახელმწიფო ნულოვან ტოლერანტობას იჩენს. იმის გათვალისწინებით, რომ ბარაკ ობამას მთავრობა როგორც ჩანს რუსეთში წინააღმდეგობის ჩახშობის ფაქტს უყურადღებოდ არ დატოვებს, რუსეთის და აშშ-ს, ასევე რუსეთის და ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ურთიერთოებები კიდევ უფრო გაუარესდება. რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობებში სიმშვიდის დამრღვევი ქვეყანა იქნება, თუმცა სამხედრო ჩარევა უკრაინაში ან პირდაპირი კონფლიქტი საქართველოს ირგვლივ, ნატოს გაფართოებასთან და სარაკეტო თავდაცვის სისტემაზე, ნაკლებად მოსალოდნელია.

5. ერაყი: ერაყის მთავრობა მთელი რიგი პოლიტიკური გამოცდების წინაშე აღმოჩნდება, რომლებიც განსაზღვრავენ მის უნარს შეინარჩუნონ ქვეყნის ერთიანობა და სტაბილურობა. პრეზიდენტი ობამა ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება, რათა შეასრულოს დანაპირები და 16 თვის განმავლობაში ერაყიდან ჯარები გაიყვანოს, თუმცა მან შესაძლოა თავის განრიგს გადახედოს. ამერიკელების მიერ ერაყის დატოვების მკაფიო პერსპექტივა, ასევე ქვეყანაში დაგეგემილი ერთდროული ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები, ერაყს არეულობის განახლების მაღალი რისკის ქვეშ აყენებს, მაშინ როდესაც გრძელვადიანი არასტაბილურობის წყაროდ რჩება გადაუწყვეტელი დავა ნავთობით მდიდარი ქალაქის კირკუკის ირგვლივ.

6. ვენესუელა: პრეზიდენტი უგო ჩავესის რეფერენდუმის ჩატარების გეგმა, კონსტიტუციის რეფორმასა და ვადებთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნაზე, საეჭვოა წარმატებულად წარიმართოს. დამარცხების შემთხვევაში ჩავესი სავარაუდოდ სულ უფრო და უფრო ავტორიტარულ მიდგომებს გამოავლენს, რომელიც ქვეყნის შიგნით სოციალურ და პოლიტიკურ აურზაუს კიდევ უფრო გაამწვავებს.

7. მექსიკა: მზარდი ძალადობა და ნარკო-ტრაფიკთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალები, ორგანიზებულ დანაშაულთან მთავრობის ბრძოლის სტრატეგიაზე სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს. თუმცა საზოგადოებრივი პრობლემების ზრდა ან მთავრობის სულ უფრო აგრესიული ძალისხმევა მიმართული ნარკოტიკებით მოვაჭერეების დასუსტებისკენ, პოლიტიკურ სტაბილურობაზე არ აისახება.

8. უკრაიანა: რუსეთთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ ბრძოლა პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშჩენკოს და პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს შორის მთავრობას კიდევ უფრო დაასუსტებს, შესაბამისად უკრაიანაში ეკონომიკურ კრიზისებთან გამკლავება გართულდება. უმუშევრობის ზრდა, ხელფასების შემცირება და ბრაზი პოლიტიკოსების მიმართ წამყვან ქალაქებში სოციალური არეულობების რისკებს გაზრდის.

8. თურქეთი: ბრძოლა სეკულარისტებს – სასამართლო ხელისუფლებაში, შეიარაღებულ ძალებსა და წარმოებაში – და ისლამისტებს შორის მთავრობაში, ეკონომიკურ პროგრესზე და ანკარის მცდელობაზე გაწევრიანდეს ევროკავშირში უარყოფითად აისახება.

10. სამხრეთ აფრიკა: აფრიკის ნაციონალური კონგრესი, როგორც ჩანს საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს და იაკობ ზუმა როგორც ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი პოზიციებს გაიმყარებს. თუმცა მთავრობის არადამაჯერებელმა მაკროეკონომიკურმა მიდგომებმა, შესაძლოა ბაზარის პესიმიზმი გამოიწვიოს და ზუმას კორუფციულ პრაქტიკას შემდგომი პრობლემები მოჰყვეს.

ორიგინალი

No comments: