Saturday, May 31, 2008

დეზინფორმაცია ოსეთის ომზე

 washington_post
წერილი რედაქციას
კიმ ზიგფელდი
31 დეკემბერი 2008

15 აგვისტოს, ვაშინგტონ პოსტმა ოლგა ივანოვას, რუსეთიდან დიუკენის უნივერსიტეტის სტუდენტის სტატია (A Free Press? Not This Time) გამოაქვეყნა, რომელიც იმ დროს გაზეთის რედაქციაში სტაჟირებას გადიოდა. პუბლიკაციაში, ყოველგვარი წყაროს მითითების გარეშე, ქალბატონი ივანოვა ოსეთში რუსეთ-საქართველოს ომზე წერდა: ”რამდენიმე საათში ქართულმა ქვედანაყოფებმა გაანადგურეს ცხინვალი, ქალაქი, რომელშიც 100 000 ადამიანი ცხოვრობდა და ორი ათასი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს”.

23 დეკემბერს ოფიციალურმა რუსულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ სინამდვილეში ქართულმა არმიამ მოკლა მხოლოდ 162 მშვიდობიანი მოსახლე, ცხინვალი კი მსუბუქად დაზიანდა და არა ”განადგურდა”. ცრუ მტკიცებულებები, რომლებზეც იგება ქალბატონი ივანოვას კომენტარები, ღრმა შეშფოთებას იწვევს.

მართალია, მას ეს არ უღიარებია, მაგრამ მის ერთადერთ წყაროს თავად კრემლი წარმოადგენდა, რომლის სანდო წყაროდ მიჩნევა ნაკლებად შესაძლებელია, და რომლისთვის დაჯერების საფუძველიც მაშინ არ გაგვაჩნდა - თუ არ ჩავთვლით ბრმა რუსულ ნაციონალიზმს. ცნობა 2 000 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ, ბევრმა მაშინვე ეჭქვეშ დააყენა, და მოგვიანებითაც არაერთხელ უარყვეს. თუმცა ქალბატონმა ივანოვამ ეს ცნობა ფაქტის სახით წარმოადგინა.

უაღრესად ირონიულია ის, რომ ქალბატონმა ივანოვამ გადაწყვიტა საეჭვო ანტირუსული მიმართულების გამო, ამ მოვლენების ამერიკული გაშუქება გაეკრიტიკებინა, როდესაც თავად ასე მიკერძოებულად და უდიერად სწავლობდა დეტალებს. რუსული სადაზვერვო სამსახურები სამხედრო კამპანიაზე დეზინფორმაციის გავრცელებისთვის დაუღალავად იღწვიან, რომელიც სამართლიანად დაგმო მთელმა მსოფლიომ და ამგვარი მოღვაწეობის რისკი ქალბატონ ივანოვასთვის ნათელი უნდა იყოს.

კიმ ზიგფელდი (ნიუ-იორკი) ბლოგის La Russophobe ერთ-ერთი ავტორია

ორიგინალი

No comments: