კესი იანგი
21 ნოემბერი 2008
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, კემბრიჯში რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებზე დისკუსიას დავესწარი. გამომსვლელები ორივე მხრიდან ერთხმად იმედოვნებდნენ, რომ ბარაკ ობამას არჩევა მშვენიერი მეგობრობის განახლების ნიშანი შეიძლება გახდეს. ეს იმედი ბარაკ ობამას არჩევიდან სულ რამდენიმე დღეში ჩაცხრა.
პარლამენტისადმი მიმართვაში, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ბარაკ ობამას გამარჯვება მუქარით მიულოცა და განაცხადა, რომ პოლონეთის საზღვართან სარაკეტო სისტემებს დააყენებს, თუ შეერთებული შტატები აღმოსავლეთ ევროპაში სარაკეტო ფარს განათავსებს. მიუხედავად იმისა, რომ ამას შემრიგებლური განცხადებებიც მოყვა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კრემლს ”ახალი ცივი ომის” შენარჩუნება უნდა.
მედვედევის ამ გამოსვლამდე სამი დღით ადრე, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა ახალგაზრდულმა მოძრაობა ”ნაშიმ” მოსკოვში, ამერიკის საელჩოს წინ საპროტესტო მიტინგი მოაწყო. 20000 -ამდე ახალგაზრდას ხელში ეჭირათ გოგრები, რომლებზეც ”ამერიკის მსხვერპლთა" სახელები იყო დაფიქსირებული, მათ შორის სამხრეთ ოსეთში დაღუპულებისაც. მიტინგზე ნაჩვენებ სამოყვარულო ფილმში, მსახიობი მთვრალ ჯორჯ ბუშს განასახიერებდა. ბუში იმას იკვეხნიდა, რომ ორივე მსოფლიო ომი ამერიკის მიერ იყო ინსპირირებული.
რუსი ჟურნალისტი ლეონიდ რადზიხოვსკი ამბობს, რომ: ”ჩვენი პოლიტიკის ეგზისტენციალური ვაკუუმი მთლიანად ანტიამერიკული განწყობებით ივსება, ხოლო ამ რიტორიკაზე უარის თქმა ”სახელმწიფო იდეოლოგიის ფუნდამენტზე უარის თქმას გაუტოლდებოდა”. არსებობს მოსაზრება, რომელიც პოპულარულია რუსეთსა და ზოგიერთ დასავლელ ანალიტიკოსს შორის, რომ რუსული ანტიამერიკანიზმი, პასუხია პრობლემებზე, რომელსაც მოსკოვი საკუთარი უსაფრთხოებისთვის მუქარად აღიქვამს - უპირველესად ყოვლისა, ეს ნატოს ექსპანსია და აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ს სარაკეტო სისტემის შექმნის გეგმაა. თუმცა მაღალი რანგის სამხედრო ექსპერტი, გენერალი ვლადიმერ დვორკინი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი დარწმუნებულია, რომ არც სარაკეტო ფარი და არც ნატოს ექპანსია რუსეთს არავითარ საფრთხეს არ უქმნის.
ცივი ომის შემდეგ, რუსეთი მართლაც დამცირებულია. მაგრამ როგორც ამას ამბობს უფლებამდაცველი, დიდი რუსი მეცნიერისა და დისიდენტის ალექსანდრე სახაროვის ქვრივი ელენე ბონერი: ”რუსეთი არავის დაუმცირებია. მან თვითონ დაიმცირა თავი”. პოსტსაბჭოთა ეპოქაში, ბევრი რუსი იმას ნაღვლობს, რომ რუსეთს არც პოზიცია აქვს მაღალი და არც ცხოვრების ისეთი სტანდარტი, როგორსაც იმსახურებს. გამოკითხვები ადასტურებს, რომ რუსების უმეტესობას ცხოვრების დასავლური სტილი აღაფრთოვანებს. ორი მესამედი უფრო მდიდარ ქვეყანაში ცხოვრებას არჩევდა, ვიდრე ისეთში, რომელიც ძლავამოსილია და სხვებს საფრთხეს უქმნის. სამწუხაროდ, უმეტესობას მიაჩნია, რომ მათი ქვეყანა უახლოეს დროში ვერ მიაღწევს კეთილდღეობის დასავლურ დონეს, თუ საერთოდ ოდესმე მიაღწევს.
ფრუსტრაცია მატულობს, და ამ ვითარებაში უფრო ადვილია დამნაშავე გარეთ ეძებო, ვიდრე საკუთარი მარცხი აღიარო. მოგონებები 1990-იანებზე ამ პოზიციას კიდევ უფრო ამყარებს - მაშინ პროდასავლური განწყობები პიკზე იყო, მაგრამ ეს პერიოდი რუსებს სიღარიბითა და დაუცველობის განცდით დაამახსოვრდათ.
შედეგად მივიღეთ არასრულფასოვნების კომპლექსი, განსაკუთრებით მძაფრია ეს განცდა აშშ-სთან მიმართებაში, რომელიც ყველაზე ძლიერი დასავლური სახელმწიფო და ”ცივი ომის” ეპოქის მეტოქეა. ყველაფერი კი კომპლექსურ განცდას აჩენს: აღფრთოვანება, შური, წყენა, აღშფოთება და მუდარა იმისა, რომ პატივი სცენ და თანატოლად აღიარონ. რუსების უმეტესობა საქართველოს კონფლიქტს ამერიკაზე გამარჯვებად მიიჩნევს - მსგავსი აღქმა უფრო ფსიქოლოგიურია და ნაკლებად აქვს საერთო სტრატეგიულ ინტერესებთან.
5 ნოემბრის სფიჩში, პრეზიდენტი მედვედევი ამტკიცებდა, რომ ”ჩვენ თანდაყოლილი ანტიამერიკანაზმი არ გვახასიათებს”. მართალია, მაგრამ ბოლო წლებში ანტიამერიკულ განწყობებს ოფიციალური და ნახევრად ოფიციალური პროპაგანდა სპეციალურად აღვივებდა, განსაკუთრებით ეს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ ტელევიზიას ეხება, რომელიც დაუცველობის განცდით მანიპულირებს ხშირად აბსოლუტურ პარანოიაში გადადის.
2005-ში სერგეი ლავროვმა, რომელიც მაშინ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, განაცხადა, რომ ფრინველის გრიპი ამერიკელების მიერ შექმნილი მითი იყო, რომელიც რუსების მეფრინველეობის ინდუსტრიის განადგურებას ისახავდა მიზნად. წელს, 9 სექტემბერისადმი მიძღვნილ გადაცემაში რუსულმა ტელევიზიამ კონსპირაციული თეორიების პრომოუტირება დაიწყო. ამ თეორიების თანახმად, შეტევა თავად ამერიკელი იმპერიალისტების მიერ იყო დაგეგმილი იმისთვის, რომ მერე ომი გაეჩაღებინათ. გასულ წელს გამოკითხულ რუს მოქალაქეთა გამაოგნებელი რაოდენობა, 43%-ი ეთანხმება იმ აზრს, რომ ”შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი რუსეთის სრული განადგურებაა”.
დღეს რუსეთის ხელისუფლება, ალბათ, განსაკუთრებულადაა დაინტერესებული ანტიამერიკული განწყობების ესკალაციაში, რადგან ობამა რუსებს ევროპასა და განვითარებად ქვეყნებშიც კი აშშ-სადმი მტრული განწყობების ექსპლუატაციის საბაბს ნაკლებად მისცემს.
ობამამ და მისმა ადმინისტრაციამ ამ პრობლემებზე ერთდროულად მტკიცე და მოქნილი პასუხები უნდა მოიძიონ. მან უნდა მიანიშნოს, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დემოკრატიებს რუსეთის მუქარისგან დაიცავს, მაგრამ ამავე დროს რუსეთთან მხოლოდ კონფრონტაციისათვის, კონფრონტაცია არ უნდა გააღვივოს.
ობამას ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი რუსეთის საკითხებში, მაიკლ მაკფოული იმასაც კი აპირებს, რომ რუსეთს ნატოში გაწევრიანება შევთავაზოთ. არსებული ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ამ წინადადებაზე უარს იტყვის, რადგან ეს დემოკრატიული რეფორმების ჩატარებას გულისხმობს, ხოლო ისინი ამას არ აპირებენ. მაგრამ მსგავსი ნაბიჯი რუს რეფორმატორებს ხელშესახებ შედეგს მოუტანს და ბევრად უფრო გაართულებს რიგითი ადამიანის დარწმუნებას იმაში, რომ ამერიკა რუსეთს ყოველთვის მტერივით ეპყრობოდა.
ობამამ ეს წინადადება პერსონალურად, რუსეთში ვიზიტის დროს უნდა გადასცეს. რონალდ რეიგანის ვიზიტმა საბჭოთა კავშირში 1988-ში, ბევრი რუსის ცნობიერებაში ანტიამერიკული სტერეოტიპების გაფანტვა შეძლო. ბარაკ ობამა, ცნობისმოყვარეობისა და აღფრთოვანების ობიექტი, ის ამერიკელი პოლიტიკოსია, რომელსაც შეუძლია მსგავსი ნაბიჯის განმეორება.

No comments:
Post a Comment