ენტონი ბლუა
7 იანვარი 2009
ისლამისტი აქტივისტები აზერბაიჯანში ამ წელს უკვე რამდენჯერმე შეიკრიბნენ. ისინი ღაზას სექტორში ისრაელის ოპერაციას აპროტესტებენ.
ერთ-ერთ ბოლო ასეთ არაოფიციალურ დემონსტრაციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი ბაქოსთან ახლოს, სოფელ ნარდანში, 5 იანვრის შემდეგ მეორედ შეიკრიბა.
რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ ბიუროსთან საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მუსტაფა აბდულამ დაგმო ”ისრაელის მხრიდან პალესტინელების გენოციდი, მოვთხოვთ, შეწყვიტონ ეს ქმედება შეწყვიტონ. ჩვენ პალესტინელებს სოლიდარობას ვუცხადებთ.”
2 იანვარს, პოლიციამ ბაქოში, ისრაელის საელჩოსთან გამართული დემონსტრაცია დაარბია და ოცამდე ადამიანი დააკავა, რომლებსაც მოგვიანებით ორ-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
საინტერესოა, რომ აზერბაიჯანის მთავრობამ ღაზას სექტორის კრიზისზე უკვე ოფიციალურად ირეაგირა, თან ისე, როგორც ეს ყირგიზეთის და თურქმენეთის მთავრობებმა გააკეთეს, რომლებიც საგარეო პოლიტიკაში ”პოზიტიური ნეიტრალიტეტის” პოლიტიკის მიმდევრები არიან. იმავდროულად, ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებმა, ყაზახეთმა, ტაჯიკეთმა და უზბეკეთმა ძალადობაზე ფრთხილი განცხადებები გააკეთეს.
ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არასწორია და ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
ამ უმრავლესად მუსლიმური სახელმწიფოების მთავრობები დილემის წინაშე აღმოჩდნენ. ამ ქვეყნების მთავრობებს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1991 წლიდან, ისრაელთან ახლო ურთიერთობები აკავშირებთ, ზოგიერთ შემთხვევაში კი ეს ურთიერთობები გაფარდოვდა და ისინი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასაც მოიცავენ.
ამ მთავრობებს ახლა ყველაზე ნაკლებად სურთ მათ სახელმწიფოებში ახლა ანტი-ისრაელური განწყობების ზრდა და დასავლეთის თვალში ანტი-ისრაელური კოალიციის სახით გამოჩენა, როგორებსაც წარმოადგენენ ირანი და სირია, რომლებიც საერთაშორისო იზოლაციის წინაშე დგანან.
მუსულმანური თანამეგობრობა
აზერბაიჯანის მთავრობა არ არის ერთადერთი, რომელიც ქვეყნის შიგნით ზეწოლას განიცდის.
ტაჯიკეთის ოპოზიციურმა ისლამის აღორძინების პარტიამ დაგმო ღაზაში ისრაელის ქმედებები. 31 დეკემებრს დუშანბეში გამართულ, დაახლოებით 20 000-იან მიტინგზე პარტიის ლიდერმა მუჰიდინ კაბირიმ მთავრობასაც ისრაელის დაგმობა მოსთხოვა, და პარტიას სახალხო საპროტესტო აქციების ორგანიზებისკენ მოუწოდა.
”ეს მხოლოდ ჩვენი პარტიის ხმა არ არის, ეს ყველა ტაჯიკის ხმაა, შეიძლება მთელი ცენტრალური აზიისაც, და იმის გაგრძელებაა რასაც პალესტინაში ჩვენი მოჯაჰედი ძმები აკეთებენ,” თქვა კაბირიმ.
მეზობელ ყირგიზეთში, დამოუკიდებელი პოლიტიკური დამკვირვებელი მარს სარიევი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ისლამის პოლიტიზირება ხდება. ”რაც უფრო მკვეთრად უარესდება სიტაუცია პალესტინაში, მით უფრო ძლიერდება ისლამის პოლიტიზირება,” ამბობს იგი. ”არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ისლამს საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. ზომიერი მუსულმანების პოზიცია შერყეულია, რადიკალური ისლამი კი ძლიერდება. ეს პრობლემა იარაღის საშუალებით ვერ გადაწყდება. ეს არასწორია.”
ქვეყნის მუსლიმთა კავშირი 12 იანვარს ბიშკეკში მსვლელობას გეგმავს. ახალი, დაურეგისტრირებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია იმუქრებოდა, რომ პალესტინელების მხარდასაჭერად ”ფართომასშტაბიან აქციებს” გამართავს, თუკი საერთაშორისო თანამეგობრობა არ შეაჩერებს იმას, რასაც ისინი ისრაელის ”აგრესიას” უწოდებენ.
”ისე, რომ არავის აზრი არ გაითვალისწინა, ისრაელმა ღაზაში ჯარები გააგზავნა და მოკლა 500 უდანაშაულო მოქალაქე, არაბი,” განაცხადა რადიო თავისუფლების ადგილობრივ ბიუროსთან საუბარში კავშირის თანა-თავმჯდომარემ თურსუნბაი ბაკირ-უულუმ, რომელიც ასევე ყირგიზეთის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ლიდერია.
”ამიტომ მივმართეთ ჩვენ გაეროს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთს, ჩინეთს და სხვა ორგანიზაციების პრეზიდენტებს. ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, და ისრაელის ჯარებმა დატოვონ ტერიტორია.”
სტრატეგიული გათვლები
იმავდროულად, ისრაელის ოპერაცია რუსეთის მუფთების კავშირმაც დაგმო და ახლო აღმოსავლეთში კრემლის პოლიტიკას მხარი დაუჭირა.
რუსეთი, სადაც საკმარისად დიდი რაოდენობის მუსულმანი ცხოვრობს და ისლამურ სამყაროსთან ახლო ურთიერთობების დამყარებას ცდილობდა, ისრაელის სახმელეთო ოპერაცია შეაფასა, როგორც ”სახიფათო ესკალაცია.”
მოსკოვმა სამშვიდობო მისიით რეგიონში საკუთარი წარმომადგენელი, ალექსანდრე სალტანოვიც გაგზავნა.
მაგრამ ბალანსის დაცვა რუსეთსაც უწევს.
რუსეთ -ისრაელის ურთიერთობა რთულია. 1947 წელს საბჭოთა ლიდერმა იოსებ სტალინმა ისრაელის სახელმწიფოს შექმნას მხარი დაუჭირა. 1967 წელს, ექვსდღიან ომში, საბჭოთა კავშირმა ისრაელთან ურთიერთობა გაწყვიტა და იარაღს არაბულ სახელმწიფოებს აწვდიდა, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
ბევრი ამბობს, რომ მოსკოვის მიმდინარე ამოცანა ახლო აღმოსავლეთში პრაგმატული შესაძლებლობების ძიებებს ეფუძნება. რუსეთ-ისრაელის ურთიერთობა მყარად გაუმჯობესდა უკანასკნელი 15 წლის მანძილზე, მათ აქტიური ბიზნეს და კულტურული ურთიერთობები აქვთ, ასევე ისრაელის მოსახლეობის 20 პროცენტს რუსულენოვანი მოსახლეობა წარმოადგენს.
იმავდროულად ჩეჩნურმა ომებმა და რუსეთზე ტერორისტულმა შეტევებმა ისრაელის მიმართ ბევრი რიგითი რუსის სიმპათია განამტკიცა.
ურთიერთობების გაუმჯობესება იმის მიუხედავად მოხდა, რომ რუსეთს დიდი ხნის კავშირები აქვს ირანსა და სირიასთან, ასევე ჰამასთან, რომელიც ღაზას სექტორს მართავს.
ჩემი მტრის მეგობარი
ამ დროს საქართველოში საზოგადოების სიმპატია, კიდევ უფრო ნათლად არის გამოკვეთილი.
უამრავმა სტუდენტმა 5 იანვარს თბლისში ისრაელის მხარდასაჭერი მსვლელობა მოაწყო ისრაელის დროშებითა და პლაკატებზე წარწერებით ”ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს” და ”შეწყდეს ტერორიზმი.”
საქართველოს პრო-დასავლურმა მთავრობამ ”შეშფოთება” გამოთქვა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობის ”გაუარესებასთან” დაკავშირებით. მაგრამ მისივე თქმით, ამგვარი სიტუაცია ”უდანაშაულო ისრაელელი სამოქალაქო პირების” წინააღმდეგ ჰამასის სარაკეტო შეტევებს მოჰყვა.
”ჩვენ ათასობით ქართველი ებრაელი გვყავს, რომლებიც ისრაელში ცხოვრობენ. ამიტომ ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს. გარდა ამისა, ჩვენ ისრაელისგან იარაღი შევიძინეთ, ისინი არმიის მომზადებაში გვეხმარებიან, ამასთანავე ჩვენ გვესმის, რომ ისრაელი თავს იცავს,” ამბობს ალექსანდრე რონდელი, თბილისში საქართველოს სრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის პრეზიდენტი.
”ჩვენთან ჰამასი პოპულარული არ არის, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ის ექსტრემისტული ორგანიზაციაა და რუსეთ-საქართველოს ომის დროს (აგვისტოში) ჰამასის ხელმძღვანელობამ რუსეთს სერიოზული მხარდაჭერა გამოუთქვა,” დასძინა მან.
მოსკოვის მხარდაჭერილ ქართულ სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, მუსლიმების სულიერმა საბჭომ დაგმო ისრაელის ”ახალი აგრესია” და მისი თბილისისადმი მხარდაჭერა.
ორიგინალი
Saturday, June 7, 2008
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დილემა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment